ძლიერმა ქარმა გორში შენობებს სახურავები გადახადა | Allnews.Ge

ძლიერმა ქარმა გორში შენობებს სახურავები გადახადა

ძლიერმა ქარმა გორში რამდენიმე შენობა დააზიანა. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე კვერნაძეების საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ტატიანა კვერნაძის განცხადებით, ოჯახს არ გააჩნია სახსრები, რომ თავად შეაკეთოს დაზიანებული სახურავი. ნალექის შემთხვევაში კი საცხოვრებელი სახლის ინტერიერი კიდევ უფრო მეტად დაზიანდება.

ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე გორის მერიის წარმომადგენლები, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული განცხადებები არ გაკეთებულა. შემთხვევის შედეგების შესწავლამდე კონკრეტული განცხადებები სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გარდა ქარმა დააზიანა შინდისის გზატკეცილზე რკინაბეტონის ქარხნის სახურავიც. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია, თუმცა სახურავის მასალები კორპუსებიდან არ გადმოცვენილა.

myquiz