კვლავ დაუდგენელია, ვისგან შეიძინა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი | Allnews.Ge

კვლავ დაუდგენელია, ვისგან შეიძინა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კვლავ დაუდგენელია, თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი.

როგორც ირაკლი შოთაძემ განმარტა, ამ მიმართულებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები, რათა დადგინდეს კონკრეტრულად ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა ბრალდებულმა შხამიანი ნივთიერება. რისი გასაჯაროებაც შესაძლებელი იყო, საქართველოს პროკურატურამ ამ მასალების გავრცელება მოახდინა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც ამ საქმეზე არსებობს, დაგვეკმაყოფილებინა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

myquiz