ვანში შვილმა სანადირო თოფით მამა მოკლა | Allnews.Ge

ვანში შვილმა სანადირო თოფით მამა მოკლა

ვანში, სოფელ ზეინდარში შვილმა მამა თოფით მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. როგორც ვანის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ზეინდარში ბადრი ადეიშვილმა განაცხადა, მამა- შვილს ოჯახში კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.

"როგორც ვიცი, მამა და შვილი ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება ჰქონდათ ოჯახში. როგორც შვილმა გამომძიებელს უთხრა, მამა მისკენ წალდით თუ ნაჯახით წავიდა, რა დროსაც მამას თოფი ესროლა," - განაცხადა ბადრი ადეიშვილმა.

თავის მხრივ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, დანაშაულში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ამოღებულია იარაღიც.

"სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - განმარტავენ შსს-ში.

myquiz