აჭარის საპატრულოს უფროსის პირველი კომენტარი | Allnews.Ge

აჭარის საპატრულოს უფროსის პირველი კომენტარი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე "ცილისწამებას" უწოდებს ბრალდებას, თითქოს აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს "თათრები" უწოდა.

რას საქმიანობდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე

კახა ბუხრაძემ ბათუმის მცხოვრებთა ნაწილის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა.

"საერთოდ ვერ წამომიდგენია, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში მსგავსი აზრი. შესაბამისად, ამაზე საერთოდ არ უნდა ვაკეთებდე ახლა კომენტარს და რაღაცნაირად თითქოს თავს ვიმართლებდე. ესაა ცილისმწამებლური განცხადება და გამეორებაც არ მინდა იმ ფრაზის, რაც ითქვა. ვინც მე მიცნობს, წამითაც არ დაუშვებს იმას, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მეთქვა ან გამეფიქნებინა. ამის მოგონება და მერე ამაზე აპელირება, ეს არის ღალატი. სამარცხვინო იყო ამის დაბრალება ჩემთვის", - განუცხადა კახა ბუხრაძემ "ინტერპრესნიუსს".

myquiz