ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი გაიტაცეს | Allnews.Ge

ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი გაიტაცეს

ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი გაიტაცეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ადასტურებენ.

პოლიციელი ოკუპანტებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე გუგუტიანთკარისა და ზარდიაანთაკარის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს თანამშრომელი მაშინ დააკავეს, როცა ის შესვენებაზე იყო გასული.

ამ დროისთვის დაუზუსტებელია, სად გადაიყვანეს დაკავებული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა.

myquiz