რუსთავში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა | Allnews.Ge

რუსთავში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, 53 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, შუახნის მამაკაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.

16 თებერვლიდან, დღემდე, რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის: 19 წლის მამაკაცი, 12 წლის ბიჭი და მისი ბებია, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, 84 წლის ქალი და 53 წლის მამაკაცი.

"სოკარ-ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის გახშირებული შემთხვევების მიზეზი, მოსახლეობის მხრიდან ტექნიკური ნორმების დარჩვევით თვითნებურად დამონტაჟებული წყლის გამათბობლებია. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს ერთკამერიანი წყლის გამათბობლები უსაფრთხო ე.წ. ორკამერიანი გამათბობლებით შეცვალონ, რათა თავიდან აირიდონ გაზით ინტოქსიკაცია.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

myquiz