როგორ ირჩევენ პატრიარქს საქართველოში | Allnews.Ge

როგორ ირჩევენ პატრიარქს საქართველოში

საქართველოს ეკლესიამ ისტორიის მანძილზე 141 პატრიარქი აირჩია. "საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების" მიხედვით, პატრიარქი არის წმინდა სინოდის თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება ირჩევს.

მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, მას ირჩევენ სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე).

კათოლიკოს-პატრიარქის უფლება-მოვალეობები ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში დაწვრილებით არის გაწერილი. დებულების მიხედვით, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.