ქიბარ ხალვაში - რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა? | Allnews.Ge

ქიბარ ხალვაში - რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა?

რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა? - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მან "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტის საუბარი მიხეილ სააკაშვილის საუბარს შეადარა.

"რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი რასაც საუბრობს, ჩემთვის მათი საუბრის ღირებულება არის ნული. როდესაც "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი საუბრობს, მე ვიცი, რომ მიშა მელაპარაკება. მე მაქვს მიშასთან ლაპარაკის გამოცდილება და ვიცი, რომ ყველაფერი აგებულია ტყუილზე, გამორჩენაზე",- განაცხადა ხალვაშმა.

მისივე თქმით, "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლაში დიდი ნაწილი პრინციპის საკითხია.

"ძალიან დიდი ნაწილია პრინციპის თემა. რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა? არსებობს ქონება, რომელიც დაკარგულია და რომელიც არ დაბრუნდება, რადგან რესურსი არ არსებობს. "რუსთავი 2" არსებობს, წაღებული აქვს სააკაშვილს და ვიბრძვი რომ დავიბრუნო. გარდა ამისა, არსებობს კანონები, რომლებსაც ვემორჩილები და ამ კანონებს მიღმა არ გავდივარ. არის საქმეები, რომლებსაც ვადა გაუვიდა, "რუსთავი 2"-ის საქმეს არ აქვს ვადა გასული, რადგან ეს იყო ამორალური გარიგება, არ ექვემდებარებოდა ვადას. ამის დაბრუნების შანსი მქონდა და ვცადე, რომ დამებრუნებინა, რაც არის ზედაპირზე გამოსული", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

myquiz