კომპანია "მათე მოტორსის" მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს | Allnews.Ge

კომპანია "მათე მოტორსის" მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს

კომპანია "მათე მოტორსის" მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გელა ბარკალაიას პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, გელა ბარკალაია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით (წამება) და 157-ე მუხლით (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) არის დაკავებული.