საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ხელი ოფიციალურად მოეწერა | Allnews.Ge

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ხელი ოფიციალურად მოეწერა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა.

ევროპარლამენტში გამართული ცერემონიის ფარგლებში რეგულაციას ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს.

ღონისძებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.

განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Historic day: Visa-free travel for Georgia officially signed in Brussels

myquiz