თბილისის მერია პატრიარქის დახვედრის მსურველებს ტრანსპორტით უზრუნველყოფს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.
მათი განმარტებით, მრევლს Man-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება.
"ავტობუსები 14:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ", - აცხადებენ მერიაში.