თბილისის ქუჩები, სადაც ყველაზე მეტი ავტოავარია ხდება
თბილისში გადატვირთული მოძრაობის თუ მძღოლების უყურადღებობის გამო, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, შესაბამისად, მატულობს დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, ქალაქში, ავტოსაგზაო შემთხვევების თვალსაზრისით, ბოლო 5 წელია, მდინარე მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები, აღმაშენებლის ხეივანი და კახეთის გზატკეცილი "ლიდერობს".
გადაადგილების სიჩქარე ამ ადგილებში, ქალაქის საცხოვრებელ ზონასთან შედარებით მაღალია, დაახლოებით, 70-75 კმ/სთ, მიუხედავად ამისა, მძღოლები დადგენილ ზღვარს ხშირად აჭარბებენ.
2016 წლის მონაცემების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, თბილისის ყველაზე სახიფათო ქუჩების შესახებ მონაცემები ასე გამოიყურება:

2015 წლის მონაცემებიც გვიჩვენებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ქალაქის იმ მონაკვეთებში ხდება, სადაც გადაადგილება შედარებით სწრაფად შეგიძლიათ:
1. კახეთის გზატკეცილი - 127 შემთხვევა, 209 დაშავებული, 6 გარდაცვლილი;
2. მარცხენა სანაპირო - 107 შემთხვევა, 134 დაშავებული, 9 გარდაცვლილი;
3. აღმაშენებლის ხეივანი - 98 შემთხვევა,129 დაშავებული, 4 გარდაცვლილი;
4. მარჯვენა სანაპირო - 87 შემთხვევა, 115 დაშავებული, 7 გარდაცვლილი;
5. წერეთლის გამზირი- 83 შემთხვევა, 90 დაშავებული, 3 გარდაცვლილი.
2014 წელსაც თითქმის იგივე სურათია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ყველაზე სახიფათო მონაკვეთებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება:
1. კახეთის გზატკეცილი - 107 შემთხვევა, 152 დაშავებული, 5 გარდაცვლილი;
2. მარცხენა სანაპირო - 100 შემთხვევა, 134 დაშავებული, 4 გარდაცვლილი;
3. აღმაშენებლის ხეივანი - 100 შემთხვევა, 134 დაშავებული, 8 გარდაცვლილი;
4. მარჯვენა სანაპირო - 95 შემთხვევა, 162 დაშავებული, 11 გარდაცვლილი;
5. გორგასლის ქუჩა - 72 შემთხვევა, 162 დაშავებული, 4 გარდაცვლილი.
აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის, წერეთლისა და ც. დადიანი გამზირით, ავტოავარიების თვალსაზრისით, სახიფათო მონაკვეთებია, რადგან, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამივე ქუჩაზე, მინიმუმ 3 პირი დაიღუპა.
მარიამ მენაბდიშვილი