დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიიდან შეიტყო, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ განაცხადა.

"ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ჩვენ ტელევიზიიდან შევიტყვეთ, გავიგეთ, რომ გადაყვანილია ჩაფიძის კლინიკაში, შემდეგ დავუკავშირდით ადვოკატს. ის მივიდა საავადმყოფოში და დაადასტურა, რომ გაუარესებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენიმე საათის შემდეგ ისევ დავუკავშირდით ადვოკატს და გვითხრა, რომ ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურიაო", - განუცხადა გიორგი მამალაძის მამამ ტელეკომპანია "იმედს".

ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება აუცილებელი კვლევები. მისივე განმარტებით, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა, გამოირიცხა.

myquiz