მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება | Allnews.Ge

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება, რადგან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან ეს მუხლი უკვე ამოღებულია.

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის თქმით, პარლამენტის მიერ დეკემბერში, საგდასახადო კოდექსში მიღებული ცვლილებების შედეგად, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები გაძვირდა, რის შედეგადაც მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომობილების გათანაბრების რისკები შემცირდა.

"შესაბამისად, უფრო მკაცრ მიდგომებს არ მოვითხოვთ,

ეს ნაწილი კანონპროექტიდან ამოღებული იქნება, ანუ არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომობილები და ვისაც უღირს რომ შემოიყვანოს, შეეძლება,"-განმარტა მან.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტში ე.წ უკონტაქტო პატრულირება და მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა უცვლელი რჩება და ამ საკითხებზე განხილვები ღია საკომიტეტო ფორმატში იგეგმება.

myquiz