2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 581 ადამიანი გარდაიცვალა | Allnews.Ge

2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 581 ადამიანი გარდაიცვალა

2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სულ 581 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით, სულ 6 939 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 9 951 ადამიანი დაშავდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 500-ით გაიზარდა.

2015 წელს, ჯამში 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 602 ადამიანი გარდაიცვალა და 9 189 ადამიანი დაშავდა. 2014 წელს კი, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 511 ადამიანი დაიღუპა და 8 536 დაშავდა.

myquiz