ბერლინის კლინიკაში პატრიარქის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა | Allnews.Ge

ბერლინის კლინიკაში პატრიარქის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ბერლინის კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. როგორც საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, "ოპერაციამ კარგად და ბედნიერად ჩაიარა". მათივე განმარტებით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

ბერლინის კლინიკის ქირურგის, მარტინ შტრიკის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

ამის შესახებ შტრიკმა ქართველ ჟურნალისტებს ოპერაციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პაციენტი კარგად გრძნობს თავს", - განაცხადა მარტინ შტრიკმა.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

 

 

myquiz