პატრიარქს ქირურგიული ოპერაცია დღეს, თბილისის დროით, 11:00 საათზე ჩაუტარდება | Allnews.Ge

პატრიარქს ქირურგიული ოპერაცია დღეს, თბილისის დროით, 11:00 საათზე ჩაუტარდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება დღეს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

myquiz