მოვაჭრეებს "ოქროს სამყაროს" ტერიტორიაზე დღეს არ შეუშვებენ | Allnews.Ge

მოვაჭრეებს "ოქროს სამყაროს" ტერიტორიაზე დღეს არ შეუშვებენ

"ოქროს სამყაროს" მოვაჭრეების ტერიტორიაზე შეშვება დღეს არ მოხდება, - ამის შესახებ "ოქროს სამყაროს" კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტები ათვალიერებენ შენობას და მათი შეფასების საფუძველზე გადაწყდება როდის მოხდება ტერიტორიაზე მოვაჭრეების შეშვება. როგორც მარიამიძემ აღნიშნა ექსპრეტები მიიჩნევენ, რომ ვიდრე ტერიტორიაზე მოვაჭრეების შეშვება მოხდება, გასატარებელია გარკვეული ღონისძიებები.

"საუბარია გამაგრებით სამუშაოებზე, ვინაიდან აქ საქმე ეხება ადამიანის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას.

როგორც კი ეს ღონისძიებები გატარდება, ყველა მოვაჭრის სათითაოდ შეყვანა მოხდება. ეს იქნება ხვალ დილიდან, დღეს სამწუხაროდ, ვერავის ვერ შევუშვებთ ", - განაცხადა ამირან მარიამიძემ.

myquiz