როგორ გამოიყურებოდა ბავშვთა სამყარო გახსნის დღეს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურებოდა ბავშვთა სამყარო გახსნის დღეს

თბილისში, ვაგზლის მოედანზე აღიმართა "ბავშვთა სამყაროს" ახალი მეთაური მაღაზია. მაღაზიაში ექვსი სავაჭრო დარბაზია, რომელთა ფართობი 4200 კვადრატული მეტრია. ნორჩ მყიდველებს 21 სექცია ემსახურება, სადაც ყველაფრის შეძენა შეიძლება ბავშვებისთვის, ფეხსაცმლით და ტანსაცმლით მოყოლებული სასკოლო ნივთებითა და სათამაშოებით დამთავრებული.

ატელიე, კაფე, ბავშვთა კუთხე, ტანსაცმლის მოდების ახალი სადემონსტრაციო დარბაზი, კინოდარბაზი, ყოველივე ეს ახალი მაღაზიის არქიტექტორთა და მშენებელთა ჩანაფიქრით ემორჩილება დევიზს "ყველაფერი საუკეთესო - ბავშვებს".

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Prime Minister promises help to those affected by the fire at Tbilisi trade centre

myquiz