ვიცე-მერი - საცავები, სადაც ოქრო-ვერცხლია შენახული, დაზიანებული არ არის | Allnews.Ge

ვიცე-მერი - საცავები, სადაც ოქრო-ვერცხლია შენახული, დაზიანებული არ არის

საცავები, სადაც ოქრო-ვერცხლია შენახული, დაზიანებული არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორია, სადაც საცავებია განთავსებული, სპეციალურმა ჯგუფმა შეამოწმა.

აბაშიძის განცხადებით, ელოდებიან ექსპერტთა მეორე ჯგუფს, რომელიც დაადგენს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს შენობიდან ნივთების უსაფრთხოდ გამოტანა.

"800 ათასის ლარის ნივთი დაგვეწვა" - რას ყვება ერთ-ერთი დაზარალებული

"შესული იყო ჯგუფი, რომელმაც დაათვალიერა ყველაზე ფასეული ოქრო-ვერცხლი. ჯგუფმა დაადასტურა, რომ სეიფები, სადაც ეს ნივთებია შენახული, არ არის დაზიანებული. ახლა შევა მეორე ჯგუფი და გადაწყდება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოტანა", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

myquiz