"ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციის განცხადებით, მათ ზარალის ანაზღაურების საშუალება არ აქვთ | Allnews.Ge

"ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციის განცხადებით, მათ ზარალის ანაზღაურების საშუალება არ აქვთ

"ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, - ამის შესახებ შენობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ღამის საათებში დაცვა სისტემატურად ამოწმებს ტერიტორიას, ასევე იკეტება ყველა კარი.

"ტერიტორიის შიგნით უსაფრთხოება სრულად დაცულია. "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ხანძრის პირველი შემთხვევა არ არის და ისევე როგორც მაშინ, ამჟამადაც ხანძარი გაურკვეველი მიზეზებით გაჩნდა", - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, მისი თქმით, ადმინისტრაციას მოვაჭრეების კომპენსაციის საშუალება არ აქვს.

myquiz