შსს-მ "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო | Allnews.Ge

შსს-მ "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

უწყებაში მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მაშველთა 26 მანქანა მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მთელ შენობას უკიდია.

"შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წუთი-წუთზე ველოდებით ხანძრის ლოკალიზებას", - განაცხადეს უწყებაში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. "ბავშვთა სამყაროში" ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

myquiz