ფოტორეპორტაჟი დამწვარი ბავშვთა სამყაროდან | Allnews.Ge

ფოტორეპორტაჟი დამწვარი ბავშვთა სამყაროდან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა სამყაროში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

უწყებაში მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველთა 26 მანქანა მუშაობს.

როგორ ცდილობენ მოვაჭრეები საკუთარი საქონლის გადარჩენას

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მთელ შენობას უკიდია.

"შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წუთი-წუთზე ველოდებით ხანძრის ლოკალიზებას", - განაცხადეს უწყებაში.

"ეთქვათ და ჩვენს საქონელს მაინც გადავარჩენდით" - მოვაჭრეების თქმით, ხანძარი განგებ არის გაჩენილი

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ბავშვთა სამყაროში ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

myquiz