ახალგაზრდების რამდენი პროცენტია დაუსაქმებელი საქართველოში | Allnews.Ge

ახალგაზრდების რამდენი პროცენტია დაუსაქმებელი საქართველოში

ქართველი ახალგაზრდების 19% სრული განაკვეთითაა დასაქმებული, ხოლო 7% ნახევარ განაკვეთზე მუშაობს ან თვითდასაქმებულია, - აღნიშნული კვლევა "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" დაკვეთით "აიესაი"-მ ჩაატარა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ დასაქმების შესაძლებლობები დედაქალაქში ბევრად მეტია, რადგან თბილისში, სრული განაკვეთით, აქ მცხოვრები ახალგაზრდების 27%-ია დასაქმებული, მაშინ, როცა სოფლად ახალგაზრდების მხოლოდ 11% მუშაობს, ხოლო სამსახურის გარეშე 46%-ია დარჩენილი.

რესპოდენტებს შორის მამრობითი სქესის დაუსაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა 28%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ახალგაზრდა ქალებს შორის უმუშევართა მაჩვენებელი  40%-ს აღწევს.

კვლევის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 200 პირისპირი ინტერვიუ და 24 ფოკუს დისკუსია ჩატარდა.