ქართული წყლის კომპანიები მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ. | Allnews.Ge

ქართული წყლის კომპანიები მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი" მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ.

ისინი აბონენტებს ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელების და აღრიცხვის კვანძების შეფუთვას ურჩევენ.

"27 იანვრიდან მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები: აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები.

ასევე, რეკომენდირებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.

კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა", - ნათქვამია განცხადებაში.

myquiz