ვასილ მაღლაფერიძის სამუშაო გამოცდილება
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი გახდა. მეორე ტურის მეორე კენჭისყრით, მაღლაფერიძის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
წარსულში, მაღლაფერიძეს ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა და გადაცემა "კონსილიუმი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად" ავტორი იყო. 2015 წლიდან იგი ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "საზოგადოება 20/30"-ის მთავარი პროდიუსერი იყო.
რაც შეეხება მაღლაფერიძის სხვა სამუშაო გამოცდილებას, 1981-1982 წლებში იგი კინოსტუდია "ქართულ ფილმში" უფროს რედაქტორად მუშაობდა. 1982-1984 წლებში, ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სარესტავრაციო სახელოსნოს მხატვარ-რესტავრატორი იყო. 1984 წლიდან მუშაობდა VI ქართულ გიმნაზიაში, ქართული ლიტერატურისა და ენის მასწავლებელად.
1988 წლიდან, ასევე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი. ხოლო, 1990-1997 წლებში ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორიისა და თანამედროვეობის შემსწავლელი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ლაბორატორიის გამგე იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი, 1999 და 2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო. 2000 წელს მაღლაფერიძე ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო, 2004 წელს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარედ.
"იმედი ჰოლდინგი" - რა გავლენას იქონიებს ახალი გაერთიანება მედია გარემოზე
2005 წლის 1 მარტიდან დაინიშნა პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ამ თანამდებობას 2008 წლამდე იკავებდა.