თბილისის სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების მუშაობის განრიგი ახალი წლის დღეებში | Allnews.Ge

თბილისის სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების მუშაობის განრიგი ახალი წლის დღეებში

იმისთვის, რომ ტყუილად არ დაგეგმოთ საახალწლო დღეებში შოპინგი, ან პირიქით დაგეგმოთ, მაგრამ სწორად, allnews.ge შეეცადა მოემზადებინა, ერთგვარი ცნობარი, თუ რომელი მაღაზიები, რა განრიგით იმუშავებს 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს.

31 დეკემბერს "ისთ პოინტი" 10-დან 8 საათამდე მოგემსახურებათ. პირველ იანვარს მაღაზიების უმეტესობა დაკეტილი იქნება, თუმცა, გასართობად, მაინც შეძლებთ "ისთ პოინტში" წასვლას, რადგან კვირას 13:00 საათიდან გასართობი ცენტრი და ბოულინგი იმუშავებს. 2 იანვრიდან მაღაზიები ჩეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

რაც შეეხება, "თბილისი მოლს" 31 დეკემბერს სავაჭრო ცენტრი, 21:00 საათამდე მუშაობს, ხოლო, 1 იანვარს მთელი მოლი დაიკეტება.

31 დეკემბერს, "კარფური" 09:30-22:00 საათამდე იმუშავებს. კვირას ყველა მაღაზია დაკეტილი იქნება. 2 იანვრიდან "კარფური"  მუშაობას განაახლებს და 09:30-22:00 საათამდე იმუშავებს.

დღეს, 30 დეკემბერს "კარფური" განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და ჰიპერმარკეტები 09:30-00:00 საათამდე, ხოლო მარკეტები 09:30-23:00 საათამდე იქნება ღია.

"ნიკორას" მაღაზიათა ქსელის ის სუპერმარკეტები, რომლებიც 24 საათიანი გრაფიკით მუშაობენ, 31 დეკემბერს და 1 იანვარსაც, უცვლელი რეჟიმით იმუშავებენ. რაც შეეხება მარკეტებს, რომლებიც 22:00 საათამდე მუშაობენ, შაბათ-კვირას იგივე გრაფიკი შეუნარჩუნდებათ. 

"ფრესკოში" 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებიან, როგორც 31 დეკემბერს ისე 1-ელ იანვარს.

"გუდვილის" დიდი დიღმის ფილიალი 31-ში 10-დან 8 საათამდე მოგემსახურებათ, ხოლო 1-ელ იანვარს 12-დან 8 საათამდე. რაც შეეხება ვაკისა და საბურთალოს ფილიალებს, დღეს ორივე 24 საათიანი გრაფიკით იმუშავებენ.

რაც შეეხება "სმარტს", მაღაზიათა ქსელი შაბათ-კვირას, ჩვეულ, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. რაც შეეხება "სპარს," მაღაზიების უმრავლესობა 24 საათიანი გრაფიკით მუშაობს და ახალი წლის დღეებშიც, იმავე განრიგით მოგემსახურებათ.

ნარიტა ჩხაიძე

myquiz