თოვლის ბაბუა გამოძახებით - რა მომსახურებას გვთავაზობს კართან მომდგარი სანტა კლაუსი?! | Allnews.Ge

თოვლის ბაბუა გამოძახებით - რა მომსახურებას გვთავაზობს კართან მომდგარი სანტა კლაუსი?!

ახალი წლის მოსვლასთან ერთად, ინტერნეტსა თუ ქუჩებში ხშირად გადააწყდებით სარეკლამო განცხადებებს, რომლებიც თოვლის ბაბუის გამოძახებას ეხება. რა ღირს სანტა კლაუსის გამოძახება და რა მომსახურებას გთავაზობენ ისინი? allnews.ge ძიებას გაგიადვილებთ, რადგან თქვენი შვილისთვის საახალწლო სიურპრიზი თქვენს დროს და საფულეს მოარგოთ.

თოვლის ბაბუის გამოძახების მინიმალური ფასი 30 ლარია და მომსახურების მრავალფეროვნებასთან ერთად იზრდება. თითქმის ყველა სანტა გპირდებათ, რომ პროფესიონალი ანიმატორი და გამოცდილი თოვლის ბაბუა გაულამაზებს თქვენს ბავშვებს საახალწლო საღამოს.

50 ლარად თქვენ შეგიძლიათ, იქირაოთ სანტა კლაუსის ფორმა, ყველა თავისი აქსესუარით, თავად გამოეწყოთ და შეითავსოთ თოვლის ბაბუობა. მაგრამ თუ, მაინც და მაინც, გინდათ, რომ თქვენს შვილს ეჭვი არ შეეპაროს თოვლის ბაბუის არსებობაში, არჩევანის საშუალება ნამდილად გაქვთ.

30 ლარად თქვენ გამოიძახებთ თოვლის ბაბუას, რომელიც თქვენთვის სასურველ დროს მოვა და თქვენს პატარას თქვენივე მომზადებულ საჩუქარს გადასცემს.

60-80 ლარის ფარგლებში, გთავაზობენ, პროფესიონალ თოვლის ბაბუას სახლის, ბაღებისა და კორპორატიული საღამოებისთვის. სპეციალურად შეკერილი კოსტიუმები, გამოცდილი მსახიობები და საინტერესო პროგრამები. საახალწლო სასწაული ნამდვილად არსებობს და ეს შეგიძლიათ თქვენს პატარებს აჩუქოთ.

ახალ წლამდე თოვლის ბაბუის გამოძახება 60 ლარი, ახალი წლის ღამეს კი 80 ლარი ღირს. ჯგუფური გამოძახების შემთხვევაში შესაძლებელია ფასდაკლებითად ისარგებლოთ. თოვლის ბაბუას აქვს ასევე საჩუქრები თქვენი პატარებისთვის, რომელიც ფასში შედის. თუ თქვენს პატარას სანტაზე უფრო, ზღაპრის გმირები გაახარებს, მსგავს მომსახურებას 1 საათიანი პროგრამით 50 ლარად მიიღებთ.

80 ლარი დაგიჯდებათ, სანტა კლაუსი, ფიფქია, დიჯეი ანიმატორი, ფოტო გადაღება დღის და ღამის ნებისმიერ დროს. გამოძახება შესაძლებელია, ასევე ახალი წლის ღამესაც.

შეგიძლიათ ასევე თქვენს პატარს საყვარელი ანიმაციის გმირები სახლში გამოუძახოთ, სპაიდერმენი, ელზა, ბეტმენი, მინიონი, მიკი მაუსი, ჯამბაზი, სანტა,ფიფქია, ჯეკ ბეღურა და სხვა.

70-დან 100 ლარად კი, შეგიძლიათ გამოიძახოთ სანტა, რომელიც 20 წუთიანი გასართობი პროგრამით გაუხალისებს თქვენს პატარას ახალ წელს. ფასი შეთანხმებით, იმის მიხედვით, თუ რომელ დღეს და რომელ საათზე გსურთ სანტა კლაუსი. როგორც ჩანს, 31 დეკემბერს ადგილები შეზღუდულია ამიტომ სასურველი მომსახურების დაჯავშნისთვის უნდა იჩქაროთ.

ნარიტა ჩხაიძე

myquiz