ვაკეში დაჭრილი სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია | Allnews.Ge

ვაკეში დაჭრილი სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მამა გიორგი ცნობილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურია. როგორც "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" განაცხადეს, მამა გიორგი ცნობილაძეს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მკურნალობას განაგრძობს.

"პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად განაგრძობს მკურნალობას მულტიპროფილურ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებენ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" პრესსამსახურში.

წუხელ, ვაკეში, მამა გიორგი ცნობილაძეს ესროლეს. სასულიერი პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს

არსებული ინფორმაციით, მამა გიორგის ქვედა კიდურებზე აქვს ჭრილობა მიყენებული.

myquiz