საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვაა მოსალოდნელი

25-26 დეკემბერს საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვაა მოსალოდნელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ყინვა შესუსტდება და დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და შვი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 10-12 გრადუსი იქნება; მთიან რაიონებში -2;+3; ხოლო მაღალმთაში - 0;-5 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით დღესაც მოიმატებს და ბარში მაქსიმალური ტემპერატურა 3-8 გრადუსი იქნება; მთიან რაიონებში - -1;+4; ხოლო მაღალმთაში - -7-5 გრადუსი.

დღეს ღამით საქართველოში ყინვა შენარჩუნდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0-5 გრადუსი იქნება. შესაბამისად, ყინვა მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც შესუსტდება.

ყინვა შესუსტდება დღეს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც -3-5 გრადუსამდე; ზოგიერთ რაიონში +2 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში ყინვები -5-13 გრადუსამდე შენარჩუნდება.

25-26 დეკემბერს კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი თოვლის სახით.

დაბლობსა და ბარში დღის ტემპერატურა 1-6 გრადუსი იქნება; მთიან რაიონებში - -2;+3; მაღალმთიან რაიონებში კი -6-1 გრადუსი იქნება.

თბილისში დღეს 8 გრადუსია მოსალოდნელი. ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0; -2 გრადუსი იქნება.

25 დეკემბერს კი დღისით 7 გრადუსია მოსალოდნელი; დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია იწვიმოს.

myquiz