ხმაური შესაძლოა დასჯადი გახდეს | Allnews.Ge

ხმაური შესაძლოა დასჯადი გახდეს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე 26 სექტემბერს კიდევ ერთხელ მიმართა. კომიტეტის სხდომაზე დღეს თედო კობახიძეს, როგორც მომხსენებელს მოუსმინეს.

საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას შემდგომ უკვე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაგრძობს. საბოლოოდ კი აღნიშნულ საკითხზე წამყვანი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

ხმაური ჯანმრთელობისთვის საშიშია

კანონპროექტი მიზანად ისახავს ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ფიზიკური პირის, იურიდიული პირისა თუ დაწესებულებიდან მომდინარე ხმაური აღემატება დადგენილ ნორმატივებს.

კანონპროექტით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 771 მუხლი, რომლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციული წესით (გაფრთხილება) ისჯება ხმაური, რომლის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის დამძიმებას სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევებისთვის - ჯარიმის სახით. ხოლო მესამე ნაწილი ითვალისწინებს მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისათვის პასუხისმგებლობის დამძიმებას.

ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილების მქონე სუბიექტად განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს უფლებამოსილი პირი.

ხმაურის დასაშვები დონე განსაზღვრულია "გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის N 297/ნ ბრძანებით.

თბილისის ყველაზე დაბინძურებული და ხმაურიანი ადგილები

myquiz