რუსუდან კერვალიშვილი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მიმართავს | Allnews.Ge

რუსუდან კერვალიშვილი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მიმართავს

"ცენტრ პოინტის" მეწილე რუსუდან კერვალიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურასა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავს და "ადამიანების გადასარჩენად გზების მოძიებისკენ" მოუწოდებს.

რუსუდან კერვალიშვილი ღია წერილს "ფეისბუქზე" ავრცელებს, სადაც წერს, რომ 2008 წლის შემდეგ მისმა ოჯახმა და მათმა ბიზნესმა სერიოზული ზიანი და დარტყმა გადაიტანა, "გაკოტრდა კომპანია და ამ დროს მაია და გუკა რჩეულიშვილების დაკავება პრობლემიდან გამოსავალი არ არის".

"საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს! საქართველოს პროკურატურას !საქართველოს სახალხო დამცველს! უკვე რვა წელი გავიდა, რაც ჩვენი ოჯახი მრავალ ოჯახთან ერთად საოცარ ტანჯვას განიცდის იმ განსაცდელის შედეგად, რომელიც 2008 წელს თავს დაატყდა საქართველოს.

ჩვენი ოჯახი ფაქტობრივად განადგურდა.

ეს განსაცდელი შეეხო მთელს სამშენებლო სექტორს, რის გამოც ტრაგიკულად დასრულდა მრავალი მენაშენის ცხოვრება. სახელმწიფომ აღიარა პრობლემა და თითქოს დასახა გადაჭრის გზები, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე უშედეგო გზა აირჩია: სამაგალითოდ, შვილთან ერთად განტევების ვაცად შესწირა მაია რჩეულიშვილი. ცხადია მაიას ციხეში გამომწყვდევით არანაირი რაციონალური შედეგი არ შეიძლება დადგეს და მით უფრო გუკასი.

კომპანიის ქონების ასივე პროცენტი დაყადაღებულია 2013 წლიდან! ჩატარდა 107 სასამართლო პროცესი! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას? გამამართლებელი განაჩენი ვისაც აქვს საქართველოში, თუნდაც 13 , ისინიც კი არ არიან თავისუფალნი! მე გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ, ხალხის ქონება ნაგურდება, იძარცვება, უპერსპექტივო ხდება. წარმოიდგინეთ გაკოტრების შემდეგ ტრამპი რომ დაეჭირათ, რა უგუნურება და უჭკუობა იქნებოდა! მაშ რა ვქნათ? მე ვფიქრობ, ვაღიაროთ ყველაფერი, რაც უნდა პროკურატურას და მოვძებნოთ გზები ადამიანების გადარჩენისა, თუ ეს კიდევ შესაძლებელია, სანამ გვიან არ არის," - წერს რუსუდან კერვალიშვილი.

myquiz