ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსებისთვის სპეციალური ხაზები თბილისის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე გაკეთდება | Allnews.Ge

ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსებისთვის სპეციალური ხაზები თბილისის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე გაკეთდება

ცოტა ხნის წინ, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სპეციალური "ბასლეინი" გამოჩნდა, ეს არის გზის სავალი ნაწილი, რომელიც მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის არის განკუთვნილი.

საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები Bus Lane. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში Bus Lane-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ Bus Lane-ში მოძრაობა მათთვის აკრძალულია.

თბილისის მერია საცობების თავიდან ასარიდებლად მძღოლებს სპეციალურ აპლიკაციას სთავაზობს

ასეთი ტიპის "ბასლეინები" გაკეთებულია კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით, აღმაშენებლის გამზირზე და გორგასლის ქუჩაზე.

როგორც Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, მსგავსი "ბასლეინები" თბილისის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე გაკეთდება.

მომავალი წლიდან ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება

"ჩვენი სატრანსპორტო სამსახურის ინიციატივით, თბილისის ქუჩებში რამდენიმე "ბასლეინი" უკვე მოეწყო. ვაპირებთ, რამდენიმე დავამატოთ, ერთ-ერთი ასეთია მელიქიშვილზე და ვარაზისხევზე. ამ ეტაპზე კონსულტანტებთან ერთად განვილიხავთ საკითხს, ხომ არ გადატვირთავს იმ კონკრეტულ ქუჩაზე მოძრაობას ახალი "ბასლეინი".

-ვინმე თუ ატარებს მონიტორინგს, მაგალითად აღმაშენებელზე "ბასლეინზე" ხშირად გადადიან კერძო მანქანები ან ტაქსები, ზოგჯერ დიდი ხნითაც ჩერდებიან ხოლმე, რაც მოძრაობას აფერხებს...

-აღმაშენებელი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთია, სადაც "ბასლეინზე" ხშირად გადადიან ავტომანქანები.

ბევრჯერ მოვუწოდეთ მოქალაქეებს, რომ მძღოლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ თემას.

"ბასლეინი" არის ავტობუსისთვის და სამარშრუტო ტაქსისთვის. გვაქვს დაწესებული კონტროლი, თუმცა სამწუხაროდ, ეს ხაზი ყველაზე ხშირად აღმაშენებელზე ირღვევა.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz