დიდთოვლობის გამო, საქართველოს რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია | Allnews.Ge

დიდთოვლობის გამო, საქართველოს რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

დიდთოვლობის გამო, საქართველოს სამ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია დიდთოვლობის გამო, საქართველოს სამ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის, სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N2 საჯარო სკოლაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლაში.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, უწყება რესურსცენტრებიდან სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას დღეში ორჯერ იღებს. თავის მხრივ, რესურსცენტრები მონაცემებს სკოლებიდან აგროვებენ.

როგორც ცნობილია, გუშინ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ბაღებსა და სკოლებში დღეიდან სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება. ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე, თუკი ბავშვების არდასწრება 40%-ს აღემატება, ასეთი დაწესებულება სამი დღის განმავლობაში დაიკეტება.

myquiz