15 დეკემბრიდან პირადობის მოწმობის აღება უფასოდ, პასპორტის კი 50 ლარად იქნება შესაძლებელი
15 დეკემბრიდან მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღება უფასოდ, ბიომეტრული პასპორტის აღება კი 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე განუცხადეს, აქცია 9 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ პერიოდში პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად იქნება შესაძლებელი. მათივე ცნობით, ასევე უფასო იქნება ფოტოს გადაღებაც.