როდემდე შენარჩუნდება საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი | Allnews.Ge

როდემდე შენარჩუნდება საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი

8 – 11 დეკემბერს საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი კვლავ შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, 8 – 9 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ცივი, თოვლიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება, მაღალმთიან რაიონებში იქნება ქარბუქი.

ღამის საათებში მოსალოდნელია ძლიერი ყინვა.

კერძოდ, დაბლობსა და ბარში -3; -8 გრადუსი, შიდა ქართლში - -15 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში - -17-დან -22 გრადუსამდე.

10 – 11 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს ძლიერი ქარი, მაღალმთაში კი ქარბუქი იქნება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +5, +10 გრადუსი იქნება. ღამით ყინვა შესუსტდება.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: What is the nearest weather forecast in Georgia

myquiz