ოქტომბერში თბილისში ხმაურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ”300 არაგველზე” დაფიქსირდა | Allnews.Ge

ოქტომბერში თბილისში ხმაურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ”300 არაგველზე” დაფიქსირდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში თბილისში ხმაურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი "300 არაგველზე" დაფიქსირდა.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ ბაგრატიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "300 არაგველზე" ხმაურის მაჩვენებლი 81 იყო როდესაც ზღვრულად დასაშვებია-70.

მისივე თქმით, თბილისში ხმაური დასაშვებ ნორმას აღემატებოდა: სადგურის მოედანზე, აბანოთუბანში, აღმაშენებლის გამზირზე, სარაჯიშვილის ქუჩაზე, ორთაჭალაში, მშვიდობის ხიდთან, ლეონიძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გურამიშვილის ქუჩაზე, ელბაქიძის ქუჩაზე, წერეთლის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე, ფილარმონიასთან, მაიაკოვსკის ძეგლთან.

ბაგრატიას ინფორმაციით, ხმაურმა დასაშვებ ნორმას ასევე გადააჭარბა: სართიჭალაში, რუსთავის მერიასთან, ნატახტარში, გურჯაანის ბაზართან, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე.

myquiz