26-30 ნოემბერს საქართველოში ღამით ყინვა შესუსტდება | Allnews.Ge

26-30 ნოემბერს საქართველოში ღამით ყინვა შესუსტდება

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26-30 ნოემბერს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელია. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, მთელ საქართველოში დღეს უნალექო ამინდია.

დასავლეთ საქართველოში ქარი ჩადგა და თბილი ამინდი 30 ნოემბრამდე შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაბლობში 10-15 გრადუსი იქნება. 28-29 ნოემბერს ტემპერატურა მოიმატებს და 15-17 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში წუხელ ღამით ყინვა დაფიქსირდა, თუმცა შემდეგ დღეებში შესუსტდება და 1-6 გრადუსი იქნება; მთაში - -2;+3; მაღალმთაში - -5; 0.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 28-30 ნოემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11-13 გრადუსი იქნება. ღამით ყინვა შესუსტდება, თუმცა გარკვეულ რაიონებში შესაძლებელია ყინვა შენარჩუნდეს.

27-30 ნოემბერს, გუდაურსა და კობში, ღამით -7 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ახალქალაქსა და წალკაში ღამით -13 გრადუსი იქნება.

თბილისში 30 ნოემბრამდე მზიანი, უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ღამით -1;0 იქნება, დღისით დათბება. 29-30 ნოემბერს თბილისში 11-13 გრადუსი იქნება.

myquiz