დოლიძის ქუჩის მახლობლად ჩანთაში ჩადებული დანაწევრებული ცხედარი იპოვეს | Allnews.Ge

დოლიძის ქუჩის მახლობლად ჩანთაში ჩადებული დანაწევრებული ცხედარი იპოვეს

საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩის მახლობლად, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. ცხედარი დანაწევრებულია და ჩანთაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, აწ გარდაცვლილი ამავე ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ის ხშირად სვამდა. მათივე ცნობით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

myquiz