ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დილით ერთ-ერთმა მეზობელმა იპოვა | Allnews.Ge

ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დილით ერთ-ერთმა მეზობელმა იპოვა

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩა № 5-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დილით ერთ-ერთმა მეზობელმა იპოვა და შემდეგ მეეზოვეებს დაუძახა. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, ისინი გარდაცვლილ მამაკაცს არ იცნობენ.

ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.