თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად არის გარდაცვლილი.
ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.