ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის აეროპორტმა ბერლინის მიმართულებით რეისის შესრულება ვერ შეძლო | Allnews.Ge

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის აეროპორტმა ბერლინის მიმართულებით რეისის შესრულება ვერ შეძლო

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინის რეისი გადაიდო. აღნიშნულის გამო მგზავრები ტაქსებით თბილისში გადმოიყვანეს, რომლებიც ბერლინში სწორედ დედაქალაქიდან გაფრინდნენ.

გარდა ამისა, უამინდობის მიზეზით ქუთაისის აეროპორტში დაფრენა ვერ მოახერხა დორტმუნდიდან წამოსულმა თვითმფრინავმა, რომელიც მოგვიანებით ასევე თბილისის აეროპორტში დაფრინდა.

myquiz