ქართველი მორაგბეები სამოას ანგარიშით 17:10 ამარცხებენ | Allnews.Ge

ქართველი მორაგბეები სამოას ანგარიშით 17:10 ამარცხებენ

ქართველი მორაგბეები პირველ ტაიმში სამოას ამარცხებენ. პირველ ტაიმი ანგარიშით 17:10 დასრულდა. ეროვნული ნაკრები ვაკის სტადიონზე ნოემბრის ტესტების მეორე მატჩს სამოასთან მართავს.

შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და მის ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

აქამდე საქართველოსა და სამოას ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. ბალანსი თანაბარია, თითო მოგება, წაგება და ფრე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-სამოას მატჩი ეძღვნება გაერო-ს გენერალური მდივნის კამპანიას "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".

myquiz