თბილისში ყველაზე გვიან ახალგაზრდები იღვიძებენ | Allnews.Ge

თბილისში ყველაზე გვიან ახალგაზრდები იღვიძებენ

თბილისის მოსახლეობა სამუშაო დღეებში საშუალოდ 8:00 საათზე იღვიძებს. ამის შესახებ ACT - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის კვლევაშია ნათქვამი. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ასაკის ჭრილში გაანალიზებისას, ჯგუფებს შორის განსხვავებული ქცევა აღინიშნა: რაც უფრო დიდი ასაკის არიან თბილისელები, მით უფრო ადრე იღვიძებენ.

"კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ თბილისში, საშუალოდ 9:50-ზე იწყებენ მუშაობას. იქ მისასვლელად კი საშუალოდ 30 წუთი სჭირდებათ, თუმცა ის ვინც ავტომობილით გადაადგილდება ქალაქში მას 25 სჭირდება, ხოლო ის ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით – 6 წუთით მეტი (31 წუთი)", - წერია ACT - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის ვებგვერდზე.

 

ინფოგრაფიკა ეკუთვნის ACT - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფს

myquiz