"თეთრი ხმაურის მოძრაობა" ქუთაისის აეროპორტში ახალგაზრდა ქალების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" ქუთაისის აეროპორტში ახალგაზრდა ქალების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მათი ორგანიზაციის აქტივისტი ქეთა გაბუნიაა. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პოლიციამ დაკავებულები ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად გადაიყვანა.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, როგორც "თეთრი ხმაურის მოძრაობაში" აცხადებენ, დანარჩენი პირები ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები არიან.

"დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი - ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები). პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც უნდა განეხორციელებინათ ჩხრეკა.

მას შემდეგ, რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. ქეთამ შეძლო ეს-ესაა დაკავშირება ჩვენთან და გვითხრა, რომ მიმდინარეობს დაკავებულების ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურა", - აცხადებენ "თეთრი ხმაურის მოძრაობაში".

myquiz