ქართველი მორაგბეები პირველ ტაიმში იაპონიას 12:8 ამარცხებენ
ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიას პირველი ტაიმის შემდეგ 12:8-ს ამარცხებს. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნები" ტაიმის პირველ ნახევარს 8:0-ს აგებდნენ, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოასწორეს და 4-ქულით დაწინაურდნენ. ანგარიში იაპონელებმა გახსნეს იუ ტამურას ლელოთი, ხოლო გარდასახვა კოტარო მაცუშიმამ შეასრულა ზუსტად.
საქართველოდან კი ლელოები ვიტო კოლელიშვილმა და ვასილ ლობჟანიძემ დადეს, გარდასახვა კი ზუსტად მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.