ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს მღვდელმოქმედება შეუჩერდა | Allnews.Ge

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს მღვდელმოქმედება შეუჩერდა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მამა გიორგი მეგრელიშვილს მღვდელმოქმედება შეუჩერდა. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მამა გიორგი მეგრელიშვილისთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა მიიღო.

"მე როგორც ვნახე მისი მმართველი მღვდელმთავრის ბრძანება, მას შეუჩერდა მღვდელმოქმედება აღნიშნული ფაქტის გამო, ალბათ საგამოძიებო მოქმედებების დამთავრებამდე", - აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

თბილისში მღვდელი დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა

მამა გიორგი მეგრელიშვილის დაკავებაზე ინფორმაციას შსს-შიც ადასტურებენ. მამა გიორგი თანმხლებ პირთან ერთად "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მამა გიორგი მეგრელიშვილისა და მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამა გიორგის 4 ათას ლარიანი გირაო, სანოძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

myquiz