მომავალი წლიდან მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 800 ლარს მიაღწევს | Allnews.Ge

მომავალი წლიდან მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 800 ლარს მიაღწევს

მომავალი წლის პირველივე თვიდან მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 800 ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯეჯელავამ განმარტა, მასწავლებელების ხელფასების ზრდა, როგორც იყო დაპირებული, ზუსტად იმ მოცულობით იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში.

"მომავალი წლის დასაწყისშივე, პირველივე თვიდან იზრდება მასწავლებლების ანაზრაურება და საშუალო ანაზღაურება მიაღწევს 800 ლარს", -განაცხადა ჯეჯელავამ.

myquiz