ვარკეთილში ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა
ვარკეთილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად, ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა. ავტომანქანის მძღოლი გადარჩა და ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე საქმე 276-ის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.