ვარკეთილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ | Allnews.Ge

ვარკეთილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ

ვარკეთილში, ავტოფარეხში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანია დაშავებული, - ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ორივე მათგანს აღენიშნება დამწვრობები. მათგან ერთ-ერთს ასევე მიღებული აქვს თავის ტრავმა და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ინგოროყვას კილინკაში გადაჰყავს.

ვარკეთილში, ავტოფარეხში მომხდარი აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტოფარეხს საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდნენ. ადგილზე სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია მუშაობს.

აფეთქების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.